მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. ასევე 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა, სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს
მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. რომლის თქმით, არ ახსოვს დაწერილი კომენტარის შესახებ. ამასთან შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს. ასევე 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა, სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლევან სვიანიშვილის და გიორგი კვაჭანტირაძის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ორივე პიროვნების მიმართ.
ორივე პიროვნება თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრათ ჯარიმა“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნათია გიგლემიანმა.