საქართველოში 10-14 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
საქართველოში 10-14 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი – უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში – ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი – უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი – უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში – მესტია, ბახმარო – უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში – რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი – უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში – საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო – უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური – უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო – უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.