უნგრეთი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

უნგრეთი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს.

როგორც ორბანმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღო, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.

„ჩემი მითითების საფუძველზე, სამშაბათს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენელმა უნგრეთში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი უნგრეთში ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.

შესაბამისად, უნგრულმა მხარემ აღნიშნულ პირებს უნგრეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

ეს გადაწყვეტილება უნგრეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. თუმცა ის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გულისხმობს.

უნგრეთი აპირებს აუცილებელი დიალოგი გააგრძელოს ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო წესების დაცვის საფუძველზე“, - დაწერა ორბანმა.