შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — რეგისტრაცია დაიწყო.
სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და აერთიანებს აკადემიურ სწავლებასა და პრაქტიკულ მომზადებას. პროგრამა ახალგაზრდებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის კუთხით ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სთავაზობს.
პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადება. სტუდენტები მიიღებენ შესაბამის თეორიულ ცოდნას, განივითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გაეცნობიან საპოლიციო საქმიანობის სპეციფიკას. სწავლების პროცესში
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, რაც კურსდამთავრებულებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მხრივ საქმიანობისთვის მოამზადებს.
რეგისტრაციის გასავლელად და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://academyregistration.mia.gov.ge