საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე გამოცხადდა.
სასამართლოს განჩინება საბოლოოა.
ცნობისათვის, როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პარასკევს შუამდგომლობის წარდგენისას აღნიშნა, კონკრეტული პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, განსაკუთრებით, ჩორჩანისა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხონ, რადგან მოსარჩელე მხარეს თავის სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის საფუძველთა შორის ეს საქმეები აქვს დასახელებული.