ლატვიაში ნატოს უმსხვილესი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ლატვიაში ნატოს უმსხვილესი სწავლება დაიწყო. 8 ნოემბრამდე დაგეგმილ წვრთნაში ალიანსის დაახლოებით 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
სწავლება სამხედრო დანაყოფების სწრაფ გადასროლას, მომარაგების ჯაჭვების ორგანიზებას, ჯარების მართვასა და ლატვიის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედებას მოიცავს.