ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 4 930 კოლოფი სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის მე-200 მუხლით, რაც 6-დან8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.