გიორგი კახიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე": მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ვნახეთ, რომ ფაქტიურად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის
მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ ["ნაციონალური მოძრაობა"] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დაწყებამდე.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სარჩელთან დაკავშირებით სამართლებრივი კონტრარგუმენტები ვერ მოისმინა.
"კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და შეეცადა სასამართლო, რომ იქნებ მხარეს დაეზუსტებინა კონკრეტულად რა სამართლებრივ კონტრარგუმენტებზე მიუთითებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს კონტრარგუმენტები არ აქვთ და ამიტომაც ვერც მოვისმინეთ", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.