ლევან მახაშვილი: უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე ვისმენთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად, მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს

ლევან მახაშვილი: უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე ვისმენთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად, მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს

უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე ვისმენთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად, მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე ვისმენთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად, მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს. ასევე ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომ დიახაც, ისიც [სააკაშვილი] პირადად, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, და მის მიერ შექმნილი სისტემა მოწოდებული იყო იმისკენ, ეწამებინათ, ეტანჯათ და გაეუბედურებინათ საქართველოს მოსახლეობა, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს საბურველივით მოერგოთ მთელი ქვეყანა და საზოგადოება. შეუძლებელია რაიმე კომენტარის გაკეთება, როდესაც ყოფილ სამხედროებს ექცევიან ისე, როგორც მოექცნენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კოორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.