სერბეთის არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა, „სტუდენტურმა სიამ“ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმო – „მედიას პარლამენტში ინსტიტუციური ბრძოლით გავათავისუფლებთ“

სერბეთის არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა, „სტუდენტურმა სიამ“ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმო – „მედიას პარლამენტში ინსტიტუციური ბრძოლით გავათავისუფლებთ“

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა საარჩევნო ბლოკმა, „სტუდენტურმა სიამ“ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმო.

ბლოკში აცხადებენ, რომ მედიას პარლამენტში ინსტიტუციური ბრძოლით გაათავისუფლებენ.

„გამარჯვება ერთად მივიღეთ, მისი ღირსებაც ერთად შევინარჩუნოთ“, – აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.

როგორც მედია წერს, 26 ოქტომბერს სერბეთის მოსახლეობის ნაწილი სამთავრობო ტელეარხის Informer-ის შენობაში შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელეარხის შენობაში შეჭრის დროს შიგნით მყოფი ერთი ადამიანი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ინციდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სტუდენტური სიის“ გამარჯვებას მოჰყვა. ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების თითქმის 53% მიიღო.

მომხდარს გამოეხმაურა სერბეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეას ფონ ბეკერატი. მისივე თქმით, ვისაც რომელიმე მედიასაშუალების საქმიანობის მიმართ კრიტიკა ან პრეტენზია აქვს, ეს ღირსეულად, დადგენილი სამართლებრივი და მარეგულირებელი მექანიზმებით უნდა გააკეთო. „ძალადობა არასდროს არის გამოსავალი“, – განაცხადა ფონ ბეკერატმა.