თენგო თევზაძე: ვუჩიჩმა და ორბანმა აღიარეს დამარცხება, რადგან ისინი არიან პოლიტიკოსები, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დამარცხებას არ ვაღიარებთ, ოპოზიციას გავანადგურებთ, ავკრძალავთო

თენგო თევზაძე: ვუჩიჩმა და ორბანმა აღიარეს დამარცხება, რადგან ისინი არიან პოლიტიკოსები, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დამარცხებას არ ვაღიარებთ, ოპოზიციას გავანადგურებთ, ავკრძალავთო

ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად არჩევნების გზით შეიცვლება ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიცია არჩევნებისთვის ემზადება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ემზადება არჩევნებისთვის, ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო – სამართლიანი არჩევნები. კოალიციის პირობებში შევთავაზეთ საზოგადოებას 5-პუნქტიანი გეგმა, თუ რას გულისხმობს სამართლიანი არჩევნები. ვნახეთ, რა ხდება ევროპის მასშტაბით. გვაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს ზედმეტსახელად თარსი შეარქვეს, რადგან სადაც ჩავიდა, ყველამ წააგო არჩევნები, იქნებოდა ეს ორბანი თუ ვუჩიჩი.

ორ ლიდერს ესაუბრებოდნენ სულ, არ ჰქონიათ სხვა შეხვედრა, ოფიციალური ვიზიტი. მე არ ვგულისხმობ გარემოს დაცვის და კლიმატის შეხვედრებზე ან ახალგაზრდა პოლიტიკოსების შეხვედრაზე 50 წელს გადაცილებულ პოლიტიკოსებს რომ გზავნიან. ირაკლი კობახიძე ვისაც ხელს ართმევდა, იყო ორი პოლიტიკოსი, ვუჩიჩი და ორბანი, ორივე დამარცხდა და მათ აღიარეს დამარცხება, რადგან ისინი არიან პოლიტიკოსები. „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ ჩვენ დამარცხებას არ ვაღიარებთ, ჩვენ ოპოზიციას გავანადგურებთ, დავიჭერთ, ავკრძალავთ, რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათო. თარსი კობახიძე ამას ვერ იზამს, ბიძინა ივანიშვილმა მშვენივრად იცის, დაინახავთ ამას, უახლოეს 4-5 თვეში სად იქნება ირაკლი კობახიძე, ის არის თარსი ბიძინა ივანიშვილისთვის, ის ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დამარცხებას გამოუწერს. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად არჩევნების გზით შეიცვლება ეს ხელისუფლება“, – განაცხადა თევზაძემ.