საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო მოქალაქეები: ვასილ დონდოლაძე და ხათუნა ქოიავა დაჯარიმდნენ

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო მოქალაქეები: ვასილ დონდოლაძე და ხათუნა ქოიავა დაჯარიმდნენ

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო, მოქალაქე ვასილ დონდოლაძე 4 000 ლარით დაჯარიმდა, 1500 ლარით კი, ხათუნა ქოიავა. სასამართლომ უტყუარად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

„მას [ხათუნა ქოიავას] ვედავებოდით ქალბატონი ანა გელაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას. მის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

ბატონ ვასილს ვედავებოდით შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას. დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი და სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა სალომე ქირიამ.