მესამე ბრინჯაოს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე – გობაძე ფინალურ ბლოკში იასპარეზებს

მესამე ბრინჯაოს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე – გობაძე ფინალურ ბლოკში იასპარეზებს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დასკვნით საშეჯიბრო დღეს ლაშა გობაძე (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 5:3 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ასტანის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – იური ლომაძემ (72 კგ) და ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.