ალუდა ღუდუშაური სააკაშვილის განცხადებაზე როინ შავაძის მისამართით: თურმე ადამიანებს შეიძლება გაუსწორდე ისე, რომ აწამო და შემდეგ საჯაროდ დახვრიტო ისე, რომ გიხაროდეს, რომ ძალაუფლებას ინარჩუნებ

ალუდა ღუდუშაური სააკაშვილის განცხადებაზე როინ შავაძის მისამართით: თურმე ადამიანებს შეიძლება გაუსწორდე ისე, რომ აწამო და შემდეგ საჯაროდ დახვრიტო ისე, რომ გიხაროდეს, რომ ძალაუფლებას ინარჩუნებ

თურმე ადამიანებს შეიძლება გაუსწორდე ისე, რომ აწამო და შემდეგ საჯაროდ დახვრიტო ისე, რომ გიხაროდეს, რომ ძალაუფლებას ინარჩუნებ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„თურმე ადამიანებს შეიძლება გაუსწორდე ისე, რომ დააბრალო ერთი საკითხი, შემდეგ ბრალი წაუყენო სრულიად სხვა საკითხზე და პირადი შეხედულებიდან გამომდინარე, აწამო და შემდეგ საჯაროდ დახვრიტო ისე, რომ გიხაროდეს, რომ ძალაუფლებას ინარჩუნებ. ეს არის ბოროტება და ამ ბოროტებას წერტილი უნდა დავუსვათ ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

სააკაშვილის თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კოორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.