ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონები და ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ახლა უკვე დიდი ინტენსივობით მიიღება თითქმის ყველა ქვეყანაში, მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი, დემოკრატია და საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს
იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან გამოეხმაურა.
„გამჭვირვალობის კანონები და ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ახლა უკვე დიდი ინტენსივობით მიიღება თითქმის ყველა ქვეყანაში, სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი, დემოკრატია და საზოგადოება დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან.
ამ მექანიზმის გამჭვირვალობა არავის აწყობდა და ამიტომაც იყო, რომ ასეთი რეაქცია ჰქონდათ ჩვენთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს. პროექტი მიზნად ისახავს იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას, რომლებიც უცხოური სახელმწიფოების დავალებით ან კონტრაქტით ეწევიან საქმიანობას. ახალი ჩარჩო ძირითადად შეეხება პოლიტიკურ კონსულტანტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და სარეკლამო სააგენტოებს. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ანალოგიური მოდელის მსგავსად, რეგულაციებში შესაძლოა მოჰყვეს სოციალური მედიის აქტივობებიც.