ლაშა გობაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა გობაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ლაშა გობაძემ (87 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა უზბეკი რასულოვი 5:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ასტანაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საპრიზო ადგილები იური ლომაძემ (72 კგ), ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) დაიკავეს.