არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ანა წითლიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ტყუილია წითლიძის განცხადება იმის შესახებ, თითქოს, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აბრალებს.

“ტყუილია, რომ წინა ხელისუფლებას სისტემური დანაშაულების ჩადენას კომისიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე ვაბრალებთ.

სინამდვილეში: ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ სისტემური დანაშაულების ჩადენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვუმტკიცებთ, მაგალითად ოჩიგავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2012 წლამდე ადამიანების წამებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა” - განაცხადა გორდულაძემ.