რატი იონათამიშვილი: "საგზაო რუკების" მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს

რატი იონათამიშვილი: "საგზაო რუკების" მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს

"საგზაო რუკების" მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა სინამდვილეში ნაჩვენები ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.

მისივე თქმით, ეს პროცესი ადამიანებში ყალბი ემოციების გამოწვევაზეა ორიენტირებული.

"მსგავსი ბატონყმური დამოკიდებულება არის სწორედ ის, რაც ანადგურებს და ძირს უთხრის ევროსტრუქტურების იმიჯს და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატები არც ევროპის და არც კანდიდატი ქვეყნების ინტერესებით არ მოქმედებენ, მოქმედებენ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.