თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში არეულობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, რომ ევრობიუროკრატები უხეში მეთოდებით ცდილობენ პირდაპირ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში

თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში არეულობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, რომ ევრობიუროკრატები უხეში მეთოდებით ცდილობენ პირდაპირ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში

ალბათ, არაფერი სენსაციური ამაში არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც გვიწვნევია, გამოგვიცდია საკუთარ თავზე მსგავსი სქემებით სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროცესის წახალისება საქართველოში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ აქციებში ჩართულ არასამთავრობოებსა და სხვა ორგანიზაციებს ევროკომისია აფინანსებდა.

მისი განცხადებით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი მოქმედ ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით, ვინაიდან, კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, რომ ისინი პირდაპირ ცდილობენ, უხეში მეთოდებით ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში.

„რა თქმა უნდა, თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება ძალიან სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენ ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივაში მოქმედ ევრობიუროკრატიასთან რაღაც ფორმით ურთიერთობის ნორმალიზებაზე, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაში წარმოჩინდება ის, რომ ისინი ძალიან უხეში მეთოდებით ცდილობენ პირდაპირ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ ასეთი ანტიკონსტიტუციური, არასამართლებრივი და არაკანონიერი მეთოდების გამოყენებით შეეცადონ იმას, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური დაჯგუფებები მოიყვანონ ქვეყნის მართვის სადავეებთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.