მარიამ ლაშხი: არაერთხელ გვისაუბრია ევრობიუროკრატების მხრიდან ძალადობის წახალისებასა და ანტიდემოკრატიული ქმედებების დაფინანსებაზე, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ეს უკვე სააშკარაოზე არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ბრიუსელმაც გამოიტანა
მარიამ ლაშხი ესპანური მედიის ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხებზე დიდი ხანი საუბრობდა.
„საქართველოს არაერთხელ განუცხადებია და ფარდა აუხდია იმისთვის, რასაც წლებია უკვე ვხედავთ ევრობიუროკრატების მხრიდან - ძალადობის წახალისებას და ანტიდემოკრატიული ქმედებების დაფინანსებას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ეს უკვე სააშკარაოზე არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ბრიუსელმაც გამოიტანა“, - აცხადებს ლაშხი.
ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას აფინანსებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.



