ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა ის არის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ

ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკომისიის სკანდალზე: ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა ის არის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ

ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა. მან ასე შეაფასა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისია აფინანსებს საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ [ევროკომისიის] გეგმაა, მხარი დაუჭირონ, რასაც ისინი მიიჩნევენ დემოკრატიად და ეს საქართველოშიც ვნახეთ.

„ვსაუბრობთ, რომ ევროკომისიამ 2021-2023 წლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ან სხვა ქვეყნების დახმარების მიზნით 7.4 მილიარდი დახარჯა. ვიცით ის, რომ ბევრი ორგანიზაცია და „ენჯეო“ იღებს დაფინანსებას ევროკომისიისგან. ამ „ენჯეოების“ დასახელება ძალიან რთულია, რადგან არ არის გამჭვირვალე და ჩვენთვისაც კი ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად მიდის ეს თანხა. გეგმა არის ის, რომ მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რასაც თავად დემოკრატიად მიიჩნევენ. ეს საქართველოშიც ვნახეთ. ისინი ხვდებიან მხოლოდ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას. ასე ხდება ყველგან - ევროკავშირის წევრ თუ არაწევრ ქვეყნებში. დღეს ორი ქვეყნის - საფრანგეთისა და იტალიის შესახებ ვიცით, თუმცა, ორგანიზაცია „ჯენერეიშენ ზეტ“-მა გამოაცხადა, რომ გერმანიის 23 ქალაქში 31 ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. მაგალითად, ბერლინში რამდენიმე თვის წინ არჩევნები ჩატარდა და გერმანიის დედაქალაქში კომუნისტების, სოციალისტებისა და მწვანეების მონაწილეობით ყალიბდება მთავრობა. ამიტომ ამ ღამეს ყველა ცუდის მოლოდინშია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება”, - განაცხადა ირმჰილდ ბოსდორფმა.