გიორგი სოსიაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ ევროპელი ხალხების ნათელ მომავალს და ევროპულ ოჯახში ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებს, თავად არიან არეულობების წამხალისებლები და დამგეგმავები. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება ნებისმიერ ქვეყანასთან მათ ურთიერთობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ევროკომისიის სკანდალზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ ევროპელი ხალხების ნათელ მომავალს და ევროპულ ოჯახში ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებს, თავად არიან არეულობების წამხალისებლები და დამგეგმავები.

„ამ საერთაშორისო მედია გამოცემებში გავრცელებული ინფორმაცია თუ დადასტურდა, კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის. რომელ ევროპულ ღირებულებებზე შეიძლება ისაუბრო ადამიანებთან, თუკი ეს ადამიანები მხილებულნი იქნებიან ამ არეულობებში“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება.