პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ოფიციალურ გუშინ ვახშამზე უმასპინძლა.

დღეს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ალი ასადოვს პირისპირ ფორმატშიც შეხვდება.