სადგურის მოედანზე, "გადასასვლელ ხიდზე" ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე, "გადასასვლელ ხიდზე" ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.