შალვა პაპუაშვილი: 14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური ან ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური

შალვა პაპუაშვილი: 14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური ან ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური

14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია დასავლეთის კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა.

„საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეხებოდა უკრაინაში, რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, მოლდოვაში, რომელი პარტიები გამოცხადდებოდა. არ გვეხება გერმანიაში, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. დღეს გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია და ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე „ალტერნატივა გერმანიისა“ არის გერმანიის ხელისუფლების სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ ოფიციალურად. ასე, რომ როცა ასეთი ვითარებაა სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა ჩვენ ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე თუ რა იქნება შედეგი თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ეს პარტიები ვეღარ მოწამლავენ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში და ქვეყანა ტოქსიკური პოლიტიკური გარემოსგან გაიწმინდება“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში გააგრძელონ მუშაობა.

„ჩვენ, რასაც ვხედავთ არის ის, რომ ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობაში, ბიზნესში არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს ბიზნესი, რომელიმე კომპანია - არ იხდიდეს გადასახადებს, ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული, დემპინგით მუშაობდეს და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ. ასე, რომ არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები. გარდა ამისა წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას.

14 წელია ჩვენ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, 14 წელია „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს საბოლოო ჯამში ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი არიან ანტიკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მტკიცება არის, რომ სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.