ემანუელ მაკრონი ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებს, შეიმუშაოს ევროპული საკანონმდებლო აქტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას აუკრძალავს

ემანუელ მაკრონი ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებს, შეიმუშაოს ევროპული საკანონმდებლო აქტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას აუკრძალავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდა, შეიმუშაოს ევროპული საკანონმდებლო აქტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას აუკრძალავს.

„ევრაქტივის“ ინფორმაციით, 29 აგვისტოს ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „აუცილებელია, უფრო შორს წავიდეთ და ეს რეგულაცია ახალი ევროპული საკანონმდებლო აქტის მეშვეობით ევროკავშირის მასშტაბით გავაერთიანოთ“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ აგვისტოში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადება უარყო. თუმცა მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმედი აქვს, მომდევნო თვეებში „გადაწყვეტის გზას“ იპოვიან ეროვნულ დონეზე „განახლებული საკანონმდებლო ინიციატივის“ მეშვეობით, რომელიც „ევროკავშირის კანონმდებლობასა და საფრანგეთის კონსტიტუციას შეესაბამება“.