შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633

შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633

ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დაალაგეს საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოიგეს.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, სარჩელში წარმოდგენილია დოკუმენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელსაც ხელმომწერები ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ შორის, მაშინ ვითომ ოპოზიციის სახით იყო გიორგი თარგამაძე, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენელია. მათი ხელმოწერები და მხარდაჭერა აქვს. რეზოლუციაში წერია, რომ ახალი ფაზა კონფლიქტისა, ახალი საომარი ფაზა დაიწყო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633. მათ იმდენი რამე გამოაყენებინეს რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დავალაგეთ საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოვიგეთ. რაც შეეხება რეზოლუციას, გაგვცენ პასუხი, მათ ეს მართლა ასე ჩაიდინეს 7 აგვისტოს, თუ მათ დაიბრალეს ამ რეზოლუციით. ან ერთი პასუხი თქვან, ან მეორე.

თქვენ წარმოიდგინეთ, ზელენსკიმ მხარი რომ დაუჭიროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ 2022 წლის 23 თებერვალს უკრაინის ჯარების მხრიდან ცეცხლის გახსნამ გამოიწვია ახალი ფაზა და 24 თებერვალს უპასუხა რუსეთის ფედერაციას. ამას რომ ზელენსკიმ ხელი მოაწეროს, რა იქნება ამაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.