უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2 კლასტერის გახსნა დაბლოკა
უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთი ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების პროცესს ისევ აფერხებს. ბუდაპეშტმა უკრაინის გაწევრებაზე მოლაპარაკების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე უარი თქვა.
როგორც ჟურნალისტები წერენ, უნგრეთმა გადაწყვეტილება კიევის მიერ ეთნიკური უნგრელების უფლებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შეუსრულებლობით ახსნა.