საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით თავად დაზარალებულმა მიმართა. სამართალდამრღვევი პროცესს არ დაესწრო.
„თავად ქალბატონმა ლალიმ მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით და მოითხოვა ხსენებულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების განხორციელება, შესაბამისად დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მოპოვებული იქნა რიგი მტკიცებულებები, დაიდენტიფიცირდა სავარაუდო სამართალდამრღვევი. სასამართლომ გაიზიარა შსს-ს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სამინისტროს პოზიცია და შესაბამისად აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, სახდელის სახით კი გამოყენებული იქნა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა შსს-ს იურისტმა ანი კაკიაშვილმა.