შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი
ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
მისი თქმით, ის, რაც შემდეგ გახდა ნათელი ბევრისთვის, ნათელი იყო თავიდანვე პოლიტიკური გუნდისთვის და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აქვს დამტკიცებული ერთი რამ, რომ ყველა პოლიტიკური ნაბიჯი მიიღება უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და განსჯის, ანალიზის და რაციონალური გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ ეს არის მთავარი სტანდარტი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს. ის, რაც შემდეგ გახდა ნათელი ბევრისთვის, ნათელი იყო თავიდანვე პოლიტიკური გუნდისთვის და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტი ჩაეკითხა, აქვს თუ არა ამაში წვლილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.
„თავისთავად. რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს აქვს გამორჩეული როლი ამ მხრივ, ვინაიდან ის აძლევს შემდეგ ტონს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მთავარ საკითხს. გახსოვთ ხომ რით დაიწყო საქართველოზე თავდასხმები საჯაროდ - მანამდე კულისებში იყო საკითხები და შემდეგ გარეთაც გამოვიდა. დაიწყო იმით, რომ საქართველომ თქვა უარი რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაზე. დღეს ყველამ იცის, რომ საქართველო რომ ჩართულიყო ამ ესკალაციაში, საქართველო ჩაერთვებოდა სამხედრო კონფლიქტში და მივიღებდით დანგრეულ ქვეყანას, დანგრეულ ეკონომიკას. ეს ყველამ იცის დღეს და მაშინ, მიტინგებს მართავდნენ „ენჯეოები“ ბომბების წვა გვირჩევნია იმ სირცხვილს, როგორ თუ სანქციებს არ უწესებთ რუსებსო, ქალბატონი ლომჯარია ამბობდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.