კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა

კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა

2023 წელს არამწეველებზე თამბაქოს კვამლის ზემოქმედება 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა. ასეთ დასკვნამდე ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებული კვლევის ავტორები მივიდნენ.

მეცნიერებმა პასიური მოწევის გავრცელება და მასთან დაკავშირებული დაავადებები 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შეისწავლეს. ანალიზმა 1990 წლიდან 2023 წლამდე პერიოდი მოიცვა.

მკვლევართა მონაცემებით, 2023 წელს თამბაქოს კვამლის ზემოქმედება 2,7 მილიარდმა ადამიანმა განიცადა. მათ შორის 14 წლამდე ასაკის 767 მილიონი ბავშვი იყო. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პასიური მოწევის უსაფრთხო დონე არ არსებობს.

კვამლის ზემოქმედება ასევე უკავშირდება დაავადებების განვითარებასა და ინვალიდობას. ძირითად შედეგებს შორის მკვლევრებმა გულის იშემიური დაავადება გამოყვეს. გარდა ამისა, პასიური მოწევა ბავშვებში სასუნთქი გზების ინფექციების 5,2 მილიონი შემთხვევის მიზეზი გახდა.

ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.

მკვლევრებმა თამბაქოს კვამლისგან მოსახლეობის დაცვის ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს და განსაკუთრებული ყურადღების თამბაქოსგან ქალებსა და ბავშვებზე გამახვილება ითხოვეს.