გიორგი ფანგანი: პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი მოქმედი ნორმის გაგრძელებაა, ეს ეხება სასმელი წყლისა და წყალარინების ტარიფებს. ამ ნორმას ვადა 2026 წლის დეკემბერში გასდის და მოხდა ნორმის ვადის გაგრძელება, რადგან წყალმომარაგების სექტორში არსებული ტარიფები დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადი ტვირთი გადატანილია კომერციულ ტარიფზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გაზის და წყლის სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გიორგი ფანგანის განცხადებით, პირველ რიგში ტარიფების მეთოდოლოგია დადგინდება და ამის მიხედვით გადაიხედება ტარიფების საკითხი. შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფების ოდენობა წყალსა და გაზზე, როგორც წესი, დეკემბერს ბოლოს გახდება ცნობილი.

„პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი მოქმედი ნორმის გაგრძელებაა, ეს ეხება სასმელი წყლისა და წყალარინების ტარიფებს. ამ ნორმას ვადა 2026 წლის დეკემბერში გასდის და მოხდა ნორმის ვადის გაგრძელება, რადგან წყალმომარაგების სექტორში არსებული ტარიფები დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადი ტვირთი გადატანილია კომერციულ ტარიფზე. მეორე ნაწილი, არის კომისიაზე უფლებამოსილების დელეგირება, რომ მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფის დადგენა. დღეს, კანონი დამტკიცდა და შევა ძალაში. ამის შემდეგ მოხდება გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში, კონკრეტულად კი ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში. შემდეგ კი გამოისახება, რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ, როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე წყალმომარაგების სექტორში“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.