გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026“-ში მიიღო მონაწილეობა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღის“ ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მიმართულებით შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები და საინფორმაციო მასალები წარმოადგინა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საგანმანათლებლო რესურსებს, მიეღოთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი სასწავლო მასალები.
„ფერმერის დღე 2026“ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული აგროსასურსათო პროდუქცია და სამინისტროს უწყებების სერვისები, ასევე გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და გასართობი აქტივობა.