თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში

თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, აკვატორიაში უკვე შემოსულია ორი ფსკერდამღრმავებელი გემი, რომლებიც აღრმავებენ როგორც აკვატორიას, ასევე მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და ის გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურად მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში Tristao Da Cunha-ს შემდეგ, ოპერირებას მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შეუდგა.