ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.