დავით ქართველიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მოიზიდოს რამდენიმე სახელმწიფო, კომპანია, ტერმინალის ოპერატორი, ლოჯისტიკური ჯგუფი და ფინანსური პარტნიორი, თუმცა მათ არ გადასცეს საქართველოს გეოეკონომიკური მომავლის გასაღები. სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარტნიორობისთვის ღიაობა და ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა ერთმანეთს ავსებს და აბალანსებს

დავით ქართველიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მოიზიდოს რამდენიმე სახელმწიფო, კომპანია, ტერმინალის ოპერატორი, ლოჯისტიკური ჯგუფი და ფინანსური პარტნიორი, თუმცა მათ არ გადასცეს საქართველოს გეოეკონომიკური მომავლის გასაღები. სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარტნიორობისთვის ღიაობა და ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა ერთმანეთს ავსებს და აბალანსებს

„ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მოიზიდოს რამდენიმე სახელმწიფო, კომპანია, ტერმინალის ოპერატორი, ლოჯისტიკური ჯგუფი და ფინანსური პარტნიორი, თუმცა მათ არ გადასცეს საქართველოს გეოეკონომიკური მომავლის გასაღები. სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარტნიორობისთვის ღიაობა და ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა ერთმანეთს ავსებს და აბალანსებს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ანაკლია არ არის უბრალოდ ნავსადგური ან კერძო ტერმინალი, რომელიც ერთ კონკრეტულ ბენეფიციარს უნდა გადაეცეს.

„მსოფლიო პრაქტიკაში სწორედ ეს მოდელი ითვლება უმსხვილესი და საშუალო ზომის პორტების განვითარების ყველაზე აპრობირებულ ფორმად: სახელმწიფო ინარჩუნებს მიწის, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და სტრატეგიული მართვის კონტროლს, ხოლო ოპერაციული საქმიანობა ნაწილდება არა ერთი, არამედ რამდენიმე კერძო და საერთაშორისო მოთამაშეებს შორის. ასე ფუნქციონირებენ: როტერდამი, ანტვერპენი, ნიუ-იორკი და სინგაპური - და არა იმიტომ, რომ მათ ინვესტორი აკლდათ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მონოპოლიზაციას, მათ შორის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

ანაკლია არ არის უბრალოდ ნავსადგური ან კერძო ტერმინალი, რომელიც ერთ კონკრეტულ ბენეფიციარს უნდა გადაეცეს. ეს არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე და ამიტომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი სანაპიროს პასიური დამკვირვებელი კი არა, ამ პროექტის მთავარი არქიტექტორი იყოს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად მოიზიდოს რამდენიმე სახელმწიფო, კომპანია, ტერმინალის ოპერატორი, ლოჯისტიკური ჯგუფი და ფინანსური პარტნიორი, თუმცა მათ არ გადასცეს საქართველოს გეოეკონომიკური მომავლის გასაღები. სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარტნიორობისთვის ღიაობა და ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა ერთმანეთს ავსებს და აბალანსებს.

საერთაშორისო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ძლიერი პორტები არ იქმნება ერთი „მხსნელი ინვესტორის“ გარშემო. ისინი ვითარდება კონკურენტული ოპერატორების სისტემის საფუძველზე, რომელთა საქმიანობასაც სახელმწიფო ან საჯარო პორტის ადმინისტრაცია კოორდინაციას უწევს. როტერდამის პორტის ადმინისტრაცია თავად მართავს, ავითარებს და უზრუნველყოფს ევროპის უდიდესი საპორტო სივრცის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ანტვერპენის მოდელიც სწორედ იმ პრინციპზე დგას, რომ მიწა და ძირითადი ინფრასტრუქტურა პორტის მმართველობის ხელში რჩება, ხოლო კერძო კომპანიები საქმიანობენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესების ფარგლებში.

ამიტომ ამ მოდელის მიმართ კრიტიკა - ან პროფესიული უცოდინარობის, ან პოლიტიკური მოტივაციის შედეგია. საქართველო აკეთებს ზუსტად იმას, რასაც აკეთებენ ძლიერი და პასუხისმგებელი სახელმწიფოები: არ ყიდის მთლიანად სტრატეგიულ აქტივს, არ გადასცემს პორტს ერთ მოთამაშეს და არ აქცევს ანაკლიას კერძო სამფლობელოდ. პირიქით, ქმნის მრავალპარტნიორულ პლატფორმას, სადაც პარტნიორი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ საბოლოო, სუვერენული გადაწყვეტილების ცენტრი - ერთი. და ეს ცენტრი მდებარეობს არა რომელიმე უცხოურ კორპორაციაში ან უცხო ქვეყნის დედაქალაქში, არამედ საქართველოს სახელმწიფოში“, - წერს დავით ქართველიშვილი.