არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში - უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში - უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!

ევროპის მასშტაბით ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტიაა აკრძალული. ხოლო უკრაინაში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვას მასშტაბით- 8. აქედან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა აიკრძალა 2026 წლის ივლისში. აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ უკან მდგომი ძალები ცდილობენ საზოგადოებას შემოასაღონ ტყუილი, რომ უკრაინაში და მოლდოვაში, ასევე ევროპის მასშტაბით არაკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ზეიმი, ხოლო საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე

გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.

„მაშინ, როდესაც საზოგადოება იმსახურებს, რომ არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.

ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.