არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის აქციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველივე დღეს ცდილობდნენ, რომ აქცია დაეორგანიზებინათ და დაახლოებით 30 ადამიანი შეკრიბეს. აქციაზე ჟურნალისტი და ოპერატორი უფრო მეტი იყო, ვიდრე აქციაში მონაწილე პირების რაოდენობა
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პირველივე დღეს ცდილობდნენ, რომ აქცია დაეორგანიზებინათ და დაახლოებით 30 ადამიანი შეკრიბეს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის აქციის შეფასებისას.
მისივე თქმით, აქციაზე ჟურნალისტი და ოპერატორი უფრო მეტი იყო, ვიდრე აქციაში მონაწილე პირების რაოდენობა.
„რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად აორგანიზეს თავისივე მხარდამჭერები. კვირას საღამოს ისევ რამდენიმე ასეული ადამიანი მარშს მართავდა, როგორიც იყო სხვა კვირებში. ვხედავთ, რომ საზოგადოებასაც კი მოჰბეზრდა ასეთი გარედან მართული აგენტურის წარმომადგენელი ე.წ. პარტიების პარპაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ
ოპოზიციის მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა.