ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს

ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, რომლებიც 48 მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მოქმედებს, მოსწავლეთა მიღება გამოცხადდა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

ნებისმიერი მსურველი, სახელმწიფოს მხარდაჭერით - სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს შეისწავლოს ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ტრადიციული გალობა და ქართული ზეპირსიტყვიერება.

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

სალოტბარო სკოლის პედაგოგები არიან როგორც ცნობილი, ისე ახალგაზრდა ლოტბარები, რომლებმაც დიპლომირებული განათლება მიიღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში.

აღსანიშნავია, რომ ლოტბართა უმრავლესობა თავად არის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებული.

ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ჩამონათვალი:

შიდა ქართლი

1. გორი

2. ქარელი

3. კასპი

4. ჰერეთი

მცხეთა-მთიანეთი -

1. დუშეთი

2. ყაზბეგი

კახეთი -

1. თელავი

2. ყვარელი

3. შილდა

4. ახმეტა

5. პანკისი

6. ლაფანყური


იმერეთი

1. ხონი

2. სამტრედია

3. ზესტაფონი

4. საჩხერე

5. წყალტუბო

6. ბადღდათი

7. ხარაგაული

8. მუხურა

9. ვანი

რაჭა - ლეჩხუმი

1. ონი

2. ამბროლაური

3. ცაგერი

4. ორბელი

ქვემო და ზემო სვანეთი :

1. მესტია

2. ლენტეხი

3. ლაშხეთი

4. ხელედი

5. ბეჩო

6. ფარი-ეცერი

7. ლატალი

8. ჭუბერი

სამეგრელო :

1. ზუგდიი

2. ფოთი

3. სენაკი

4. მარტვილი

5. ჩხოროწყუ

6. წალენჯიხა

7. ხობი

8. ჯვარი

გურია - ოზურგეთი,


აჭარა -

1. ბათუმი

2. ქობულეთი

3. ქედა

4. შუახევი

სამცხე - ჯავახეთი :

1. ახალციხე

2. ბორჯომი

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო