შალვა პაპუაშვილი: ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სპეკულაციებს ცდილობს
ვნახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს - გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები დღემდე არ ასვენებენ, მათ შორის, ბაჩალიაშვილის ოჯახს თავიანთი სპეკულაციებით.
„საბედნიეროდ, თორნიკე რიჟვაძის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი იმ მხრივ, რომ არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით მოცული ან გაუგებარი იყოს.
ყველა საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. გვარამიამ გუშინ მთელი სია ჩამოწერა იმ პრეტენზიებისა, რომელიც, მისი აზრით, გამოაცოცხლებს. ბაჩალიაშვილის საქმე იქნება თუ სხვა, მაშინ ოპოზიციურმა მედიამ უსინდისოდ, ოჯახის ემოციებზე თამაშით, შეეცადა, ადამიანის სიცოცხლითა და მისი გარდაცვალებით სპეკულაცია მოეხდინა და დღემდე ოჯახს არ ასვენებდნენ ამ სპეკულაციებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.