დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: კიდევ უფრო მძიმეა იმის აღქმა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის ამ წერილების ფონზე „სარგებელი ნახა“ მეხუთე კოლონამ, როგორ აიტაცეს და როგორ ყიჟინებენ ამ თემასთან მიმართებით
ძალიან მძიმე საყურებელია იმ დაღმასვლის პროცესი, რომელსაც განიცდის ყოფილი პრემიერი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილზე საუბრისას.
„ძალიან მძიმე საყურებელია იმ დაღმასვლის პროცესი, რომელსაც განიცდის ყოფილი პრემიერი, იმ უსაგნო და პროვოკაციული თავდასხმების ფონზე, რასაც ის აკეთებს ეპისტოლარულ ჟანრში, რაც ძალიან მაღალი ალბათობით მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - საკუთარი დანაშაულების, ახალი ბრალდებების გადაფარვა.
კიდევ უფრო მძიმეა იმის აღქმა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის ამ წერილების ფონზე „სარგებელი ნახა“ მეხუთე კოლონამ, როგორ აიტაცეს და როგორ ყიჟინებენ ამ თემასთან მიმართებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა. იგი აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.