დონალდ ტრამპი: როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?
დონალდ ტრამპმა ირანელებს აჯანყებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ ცდილობს ირანს მოლაპარაკების დაწყება აიძულოს. ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისთვის სულ ერთია, მოაწერს თუ არა თეირანი ხელს შეთანხმებას, რადგან ირანთან მიმართებით შექმნილი ვითარებით კმაყოფილია.
„კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი ვითარებით - ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული კონტროლი და ირანის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ისინი უბრალოდ გარდაუვალისკენ მიემართებიან. როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?“ - წერს ტრამპი