სკოტ ბესენტი: თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი?
ამერიკის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრი რომელმაც დიდი ოცეულის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ამერიკული სანქციების სიაში არ არის. უკრაინაში ომის დაწყების შედეგ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლის პირველად მონაწილეობას ევროპელი მინისტრების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, რაზეც ბესენტმა თქვა, რომ ომის დასასრულებლად დიპლომატია არის საჭირო.
„20-დან 19 ქვეყანა თანახმაა, რომ მინისტრის მონაწილეობამ დიდი ოცეულის სამუშაო ვითარება საერთოდ არ შეცვალა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა მოსწონს. თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი? ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი უკმაყოფილოა, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელი კონფლიქტი არასოდეს მოგვარდება“, - განაცხადა ბესენტმა.