ანსამბლ „მართვეს“ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსწავლეთა მიღება დაიწყო

ანსამბლ „მართვეს“ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსწავლეთა მიღება დაიწყო

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში.

მოსწავლეები მიიღებიან შემდეგ მიმართულებებზე:

• ქართული ხალხური სიმღერა-გალობა;

• ქართული ხალხური საკრავები;

• თეატრალური ხელოვნება;

• გიტარა;

ქართულ ხალხურ სიმღერაში ვაჟებისა და გოგონების მოსმენა გაიმართება 11 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, გია ყანჩელის სახელობის ბაღი (არტოს ბაღი), აღმაშენებლის გამზირი N103.

სწავლა განახლდება 15 სექტემბრიდან.

„მართვეში” სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSefoZ5GIITDsVyRD7sbC81-0gbDRuKg0Uz0MRSTbLm4JVyyTw/viewform?pli=1