უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ

უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ

უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

„უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ოფიციალურად გააფრთხილა, რომ ინტენსიური სამხედრო აქტივობის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველას, გვერდი აუარონ მას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი განზრახ უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგია.

„იმ პირობებში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტერორი მკვეთრად მწვავდება, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება“, - აღნიშნა სიბიგამ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, უკრაინის მხრიდან ICAO-ს, ავიაკომპანიებისა და მთავრობების ინფორმირება პასუხისმგებლიანი ნაბიჯია. ეს მიზნად ისახავს მათ გაფრთხილებას იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უგულებელყოფს თავის ვალდებულებას, თავად მიაწოდოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

„ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი არასასურველი ინციდენტი“, - დასძინა მან.