გურამ მაჭარაშვილი: არაერთგზის ვნახეთ, რომ ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, რადიკალურ აქციაზე ე.წ ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს, დანაშაული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაადენინეს და მერე მიატოვეს. ახლა ის, რომ ახალგაზრდები მომავალზე ფიქრობენ, ამაზეც აბულინგებენ
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმიანება, რომელიც ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებს ეხება.
მისივე თქმით, რადიკალურ აქციებზე ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში შეიყვანეს.
„ჩვენ არაერთგზის ვნახეთ, რომ ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, რადიკალურ აქციაზე ე.წ ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს, დანაშაული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაადენინეს და მერე მიატოვეს. ახლა ის, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ მომავალზე, ამაზეც აბულინგებენ. ეს ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ახალგაზრდებს, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ, ეს არის მათი სტილი. ეს ხომ მაინც უნდა გამოდგეს პრაქტიკულ მაგალითად, იმისთვის, რომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ დაუშვან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.