თენგიზ შარმანაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: სროლა, პარლამენტში ცეცხლის გაჩენა - როდესაც ეს ხალხი ამ საქმიანობისთვის დააპატიმრეს, მერე მიატოვეს. ახლა იმის გამო, რომ სჭირდებათ იმიჯი თითქოს, ჩვენი ციხეები პოლიტპატიმრებით არის სავსე, ეუბნებიან, ყოფილიყავით ციხეშიო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ძალადობრივი აქციებისას დაკავებულების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის წერილს ეხმაურება - შალვა პაპუაშვილი წერს, „სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.“

„ეს წმინდა ადამიანურად ძალიან ძნელი სანახავია. ჯერ ამ ადამიანებს სემინარებს უტარებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, ეუბნებოდნენ, რომ თურმე ტერორიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოსაყენებელი მეთოდი ყოფილა. ამაში ფული იხარჯებოდა, მათ შორის ევროკავშირის ფული, რომ ახალგაზრდებისთვის სისულელეებით თავი გამოეტენათ.

მერე უთხრეს რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა არის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პარლამენტში ცეცხლის გაჩენა. როდესაც ეს ხალხი ამ საქმიანობისთვის დააპატიმრეს მერე მიატოვეს. როდესაც ისინი მიხვდნენ რომ არასწორი ნაბიჯები გადადგეს, ახლა დადგნენ იმის გამო რომ სჭირდებათ იმიჯი თითქოს ჩვენი ციხეები პოლიტპატიმრებით არის სავსე, ეუბნებიან რატომ გადადგით ეს ნაბიჯიო [დანაშაულის აღიარება], ყოფილიყავით ციხეში", - განაცხადა შარმანაშვილმა.