ირაკლი კუპრაძე: ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა

ირაკლი კუპრაძე: ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა

ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში - ეს უნდა გაარკვიოთ თქვენსავე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება პროკურატურაში წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც „არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან”.

„ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში. ეს წარმოუდგენელია მაშინ, როცა ხელისუფლებას არ აქვს კომპეტენცია, არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები სწორედ მათი ყოფილი თანაგუნდელების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამ დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა. ამის გარდა არაფერი არ გაქვთ საკეთებელი მაშინ, როდესაც თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს გადებთ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებაში და ბრალს გდებთ, რომ ჩადენილი გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული? ეს უნდა გაარკვიოთ თქვენივე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძე.