ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (კმ83-კმ84), მდინარე ხევისწყალზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ახალი ხიდი ხუთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე შეადგენს 174,8 მეტრს. პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მლნ. ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.