ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელზე ირანის თავდასხმა ყოველგვარი შეზღუდვისგან გაგვათავისუფლებს - ჩვენ დარტყმას მივაყენებთ მთელ ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით, და ირანს ქვის ხანასა და სიბნელეში დავაბრუნებთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანს აფრთხილებს, რომ თუ თეირანი ისრაელს თავს დაესხმება, სამხედროები რეჟიმის მთლიან ინფრასტრუქტურას ამოიღებენ მიზანში, „მათ შორის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც“.
„ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ მძიმე ეკონომიკურმა ზეწოლამ, რომელსაც ირანი განიცდის, ასევე ხალხის ამბოხებისა და რეჟიმის დამხობის შიშმა შესაძლოა ისინი უკიდურეს ნაბიჯებამდე მიიყვანოს“, - განაცხადა კაცმა.
„ისრაელზე ირანის თავდასხმა ყოველგვარი შეზღუდვისგან გაგვათავისუფლებს. ჩვენ დარტყმას მივაყენებთ მთელ ინფრასტრუქტურას - ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით - და ირანს ქვის ხანასა და სიბნელეში დავაბრუნებთ“, - აღნიშნა მან.
კაცმა ასევე დასძინა, რომ „ისრაელი კარგად არის მომზადებული, როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი თვალსაზრისით, ნებისმიერი სცენარისთვის და ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან ამ მისიის შესასრულებლად“.